გამოტოვე ნავიგაცია

REACH - არ არსებობს მონაცემები, - არ არსებობს ბაზარი

2007 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ევროპული კანონმდებლობა ქიმიკატების შესახებ. „REACH“ დადგენილება (ქიმიკატების რეგისტრაციის, შეფასებისა და ავტორიზაციის ერთიანი სისტემა; დადგენილება (EG) N 1907/2006) დღესდღეობით ევროპის უმსხვილესი საკანონდებლო პროცესია. დადგენილება ჰარმონიზაციაში მოდის წინამორბედ კანონმდებლობასთან  ქიმიკატებთან დაკავშირებით. მისი პრინციპია: არ არსებობს მონაცემები-არ არსებობს ბაზარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქმედების ზონის ფარგლებში მხოლოდ დარეგისტრირებული ქიმიური ნივთიერებების გაყიდვაა დასაშვები. "REACH" დაფუძნებულია საწარმოს თვით-პასუხისმგებლობის პრინციპზე და ზოგადად ვრცელდება ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებაზე. თვით-პასუხისმგებლობა ასევე ნიშნავს, რომ, მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებლობას იღებენ  ქიმიკატების უსაფრთხოებაზე. უნდა არსებობდეს გარანტია იმისა, რომ, პროდუქციის მოხმარება ნებისმიერ ეტაპზე არის უსაფრთხო და ზიანი არ მოაქვს მწარმოებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და გარემოსთვის.