გამოტოვე ნავიგაცია

დოქტორ მურიანის წარმატების ჯილდო

ნოვატორული იდეების განვითარების ხელშეწყობა

კორპორატიული ჯგუფი განსაკუთრებით დაინტერესებულია სამხატვრო  სფეროსა და მომსახურების ხარისხის შენარჩუნებით და არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მხრივ, არამედ პროდუქტის სხვადასხვა ეტაპების გათვალისწინებითაც. დოქტორ კლაუსის მიერ საკუთარ 75-ე იუბილის აღსანიშნავად დაწესებული ჯილდო "დოქტორ მურიანის წარმატების ჯილდო" პირველად წელს გადაეცემა. ჯილდოს იდეა დაიბადა სამღებვრო სფეროსთან გრძელვადიანი წარმატებული თანამშრომლობის მიმართ მადლიერების აღსანიშნავად და აგრეთვე ხელოსნებისთვის სტიმულის მისაცემად, რათა მათ გააცნონ და დააინტერესონ ფართო საზოგადოება არაჩვეულებრივი ოსტატური ქმნილებებით.
"წარმატების ჯილდოსთვის გამოყოფილია 50,000 ევრო, რომელიც ნაწილდება რამდენიმე გამარჯვებულს შორის, ხოლო დაჯილდოვება იმართება ყოველწლიურად. კომპანიებს და ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, თუ სამღებვრო სფეროს მიმართ ინოვაციური იდეებით გამოირჩევიან და ჩვენი საქმიანობით ინტერესდებიან.

აპლიკაციების შევსება შესაძლებელია სხვადასხვა კატეგორიების მიმართულებით:

  • ინოვაციები და ტექნიკური გადაწყვეტილებები;
  • ოპერატიული ხელმძღვანელობა;
  • მოწაფეობა და სწავლების თანამდევი პროცესი;
  • საღებავი და დიზაინი;
  • სხვა ინიციატივები საღებავების და ლაქების სფეროში.

 

"წარმატების ჯილდო"  საბისღებავე და ლაქების სფეროში სხვა ნოვატორული საქმიანობისთვისაც გადაეცემათ, მაგალითად: განსაკუთრებული სოციალური საქმიანობისთვის.
ამომწურავი ინფორმაცია და აპლიკაციის შესავსები ფორმები ხელმისაწვდომია "დოქტორ მურიანის წარმატების ჯილდოს" ვებ-გვერდზე:

www.dr-murjahn-foerderpreis.de