უმაღლესი კლასის ხარისხი

პროდუქციის მაღალი ხარისხი და ექსპერტების რჩევები

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უმაღლესი კლასის ხარისხს. მხოლოდ საუკეთესო ნედლი მასალის გამოყენება  და პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი უზრუნველყოფს  საწარმოო ხაზის ფორმულირებისა და ეკოლოგიური ასპექტების მაღალი ხარისხის სტანდარტებს. დაარსების დღიდან, Caparol-ის ერთერთი უმთავრესი მიზანია იმ პროდუქციის ხარისხის სტანდარტების უწყვეტი გაუმჯობესება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

იმისათვის, რომ, ზემოთხსენებული მოთხოვნები მომავალშიც გავამართლოთ, ვმუშაობთ სამეცნიერო, გამოყენებაზე ორიენტირებული კვლევებისა და განვითარების კუთხით, ვთანამშრომლობთ ცნობილ პროვაიდერებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენ არამხოლოდ ხარისხისა და ინოვაციების სფეროს ლიდერს წარმოვადგენთ, არამედ, ბევრ სფეროში ნოვატორებიც  ვართ; მაგალითად როგორიცაა: ინტერიერის საღებავები გამხსნელის გარეშე და მათი მავნებლობის მინიმუმამდე დაყვანა.

ჩვენი პროდუქციის ხარისხი,ისევე როგორც მისი სწორი გამოყენება, უნდა იყოს მხოლოდ  საუკეთესო. ამიტომ, მომხმარებლებისთვის გაწეული კონსულტაცია და ყოვლისმომცველი ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. შესაბამისად, პროფესიულ სფეროში გაყიდვების სექტორის მიმართულებით გაგვაჩნია სამუშაო ძალა-რესურსი: სანდო ექსპერტი უშუალოდ ახლოს მომხმარებელთან. ამასთანავე, ყოველწლიურად, ათასობით მომხმარებელს ვაცნობთ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.  მრავალმხრივი ტექნიკური დოკუმენტაცია, სპეციალისტ-კონსულტანტები და ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენი მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტთან სატელეფონო კავშირითაცაა ხელმისაწვდომი.