თანამედროვე დიზაინის კომპეტენტურობა

კონცეფცია და იდეები ფერადი დიზაინისთვის

მომხმარებელს ოსტატურად შერჩეული და ინდივიდუალურად შეხამებული ფერები და მასალები სურს - დიზაინის მრავალსახეობამ და პროფესიონალიზმა მეტად მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინეს.

ჩვენ გთავაობთ იდეალურ, უნივერსალურ და ფერადი ელფერის მქონე მასალების ასორტიმენტს ფასადებისა და ინტერიერისთვის. კლასიკური საღებავებისა და მინანქრის გარდა, ხელმისაწვდომია აგრეთვე დეკორატიული ბათქაში და კედლის საფარი მასალა, საზედაპირე მასალები - თხელი ფენების ან ფასადების ბუნებრივი ქვით ან მინით მოსაპირკეთებლად.

იმისათვის, რომ, მომხმარებელმა შეძლოს ჩვენი კომპანიის პროდუქციის სრული ფერადი ასორტიმენტით სარგებლობა,  ჩვენი დეცენტრალიზებული ტონირების ტექნოლოგია - "ColorExpress" ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე წამოვწიეთ.დაახლოებით ხუთი მილიონი პროგრამირებადი ფერის გარდა,  დოზირების უახლესი აპარატის საშუალებით, შესაძლებელია ინდივიდუალურად მოთხოვნილი ფერის უშუალოდ შეძენის მომენტში და რამდენიმე წამში შექმნა.

დიზაინერულ სამუშაოებთან ერთად ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ უამრავ სხვა მომსახურებას: ჩვენი ColorDesignStudio და მრავალფეროვანი კოლექცია უზრუნველყოფს საიმედოობასა და  დიზაინის შექმნის სტიმულს ფერთა დიზანის იდეების განსახორციელებლად.  დიზაინერული „SPECTRUM“ პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია იმ მიზნით, რომ, უამრავი უნივერსალური ფერი და ზედაპირი შენობების ექსტერიერსა და ინტერიერში გამოსახულიყვნენ ფოტორეალისტურად - რაც მუშაობას თუ  შეხვედრებს უფრო საინტერესოს გახდის.