გამოტოვე ნავიგაცია

“კაპაროლ ჯორჯია” - ფირმათა ჯგუფ „DAW”-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში,

საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა და დაიწყო სხვადასხვა გერმანული არქიტექტურული მასალების იმპორტირება. 2008 წელს „კაპაროლ ჯორჯია”-მ თბილისში საქართველოში სამშენებლო მასალების ყველაზე მსხვილი ქარხანა გახსნა და დაიწყო სხვადასხვა სამშენებლო მასალების წარმოება.

ექსეპრტები, სამშენებლო კომპანიები და არქიტექტორები   წინასწარ იყვნენ დარწმუნებული მის სამომავლო წარმატებაში. მართლაც, ამ ხნის განმავლობაში "კაპაროლ ჯორჯიამ" ძალზედ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - გააფართოვა სადილერო ქსელი, გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, განამტკიცა პოზიციები სამშენებლო მასალების ბაზარზე და მონაწილეობა მიიღო მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში. კომპანიის მთავარი მიზანი გერმანული ხარისხის დაცვა, ინოვაცია, ხარისხი და გარემოზე ზრუნვა გახლავთ.  „კაპაროლ ჯორჯია“ აწარმოებს დისპერსიულ საღებავებს (საგრუნტავებს, ფასადისა და ინტერიერის საღებავებს) პასტისებრ ფითხებს და ბათქაშებს. იძლევა პროდუქციის გერმანულ ხარისხთან შესაბამისობის 100%-იან გარანტიას, რის საფუძველსაც ევროპული დანადგარები და ნოუ-ჰაუ წარმოადგენს, გარდა ამისა ანხორციელებს პროდუქციის იმპორტს გერმანიიდან და CAPAROL-ის სრულყოფილ ფართო ასორტიმენტს ქმნის.

2015 წლიდან ამ სიას უკვე მშრალი მასალების წარმოებაც შეემატა.

 თბილისში თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპაში სერტიფიცირებული მშრალი მასალების - ცემენტის ბაზაზე დამზადებული წებოების, ბათქაშებისა და ფითხების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს პასუხობს და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხო გახლავთ.

კონცერნის უცხოელი ტოპმენეჯერები, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და დეველოპერები თანხმდებიან, რომ შედეგად მივიღეთ ბიზნესის გაფართოების და განვითარების საშუალება, ახალი სამუშაო ადგილები. იმპორტირებულ პროდუქციას, ნაწილობრივ ადგილობრივი ნაწარმი ჩაანაცვლებს, რაც საქართველოს ეკონომიკისა და ასევე საექსპორტო პოტენციალს გაზრდის და გააძლიერებს.  

აღსანიშნავია, რომ ძირითადი პროდუქტები (წებოები, საარმირო მასები, ბათქაშები), რომლებიც ახალ ქარხანაში იწარმოება, გამოიყენება ფასადის თერმოსაიზოლაციო  სისტემებში, რომლის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ გაიზარდა. ამ სისტემების მთავარი დანიშნულება ენერგორესურსებზე ხარჯების ეკონომია და ენერგიის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი გარემოზე  ნეგატიური ეფექტის შემცირებააბაზარზე მსგავს პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის, ხელსაყრელი უცხოური საინვესტიციო პირობებისა და გარემოს გათვალისწინებით, კონცერნმა DAW-, რომლის ნაწილიცააკაპაროლ ჯორჯია“, გადაწყვიტა ამ ქარხნის აშენებისათვის განეხორციელებინა ინვესტიცია, რამაც ადგილობრივი წარმოების გაჩენას ჩაუყარა საფუძველი.

რაც შეეხება კონკრეტულად ფასადის თერმოსაიზოლაციო სისტემებს, -  კაპაროლი მომხმარებელს თანამედროვე ტექნოლოგიებს სთავაზობს, რაც საშუალებას იძლევა აშენდეს ენერგოდამზოგი შენობები, რომლებიც უძლებენ დროს, აკმაყოფილებენ ეკოლოგიურობის ნორმებს და შეესაბამებიან ბაზრის  მზარდ მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ოპტიმალურად დათბუნებული ფასადი არამხოლოდ ამცირებს გათბობის ხარჯებს და ახანგრძლივებს შენობის მდგრადობას, იგი აგრეთვე ზრუნავს მაცხოვრებლის კომფორტზე და აძლიერებს დაცულობის შეგრძნებას სამსახურსა თუ სახლში.

ფასადის თერმოსაიზოლაციო სისტემის ხარისხი განისაზღვრება სამი ფაქტორით: 1. თბოიზოლაციური თვისებები 2. მდგრადობა 3. მომხიბვლელობა. ამიტომ, კაპაროლიფასადების დათბუნების სფეროში პიონერი კომპანია, უკვე 50 წელია უკანასკნელი ინოვაციების წყალობით მუშაობს ფასადის თბოიზოლაციის  ენერგო ეფექტურობის, გამძლეობისა და მიმზიდველობის გაზრდაზე.

კომპანიამ შეიმუშავა ფასადის დათბუნების სამი სისტემა, რომლებიც განსხვავებულ მოთხოვნებს პასუხობს და უმაღლესი ხარისხის კომპონენტებისაგან შედგება, რაც გაცილებით ამარტივებს კაპაროლის მასალებთან მუშაობას. ეს ყველაფერი უადვილებს მომხმარებელს არჩევანს და უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხოებას ადგილზე მონტაჟისას.

 

დასასრულსგვინდა აღვნიშნოთრომ კაპაროლის პროდუქცია გამოყენების განსაკუთრებული სიმარტივით გამოირჩევა. Caparol-ის მასალების შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის კომპიუტერულ დანადგარზე.   კომპანიის მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს კვალიფიციური კონსულტანტების   მხარდაჭერით,Caparol- ის დამხმარე სამუშაო მასალებითკომპიუტერული პროგრამებითა და ნიმუშებით,    რომელთა საშუალებითაც ისინი უკეთ შეძლებენ თავიანთი ჩანაფიქრების რეალიზებას.