კაპაროლის შესახებ

გერმანიაში Caparol სამშენებლო საღებავების სფეროს ლიდერია. ამასთანავე, ევროპის მასშტაბით, ბრენდი, კარგად ცნობილი "ზოლებიანი სპილო"- ლოგოთი, ამ სფეროში უმსხვილეს საწარმოეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ჩვენთან თქვენ აღმოაჩენთ ყველაფერს,-რაც გჭირდებათ: მაღალი ხარისხის საღებავებს, ლაქებს, ლაზურებს , ბათქაშს გარე და შიდა სამუშაოებისთვის, აგრეთვე: ენერგოდაზოგვის თერმოსაიზოლაციო კომპოზიტურ სისტემებს (ETICS), აკუსტიკურ სისტემებსა და ნაგებობების დამცავ პროდუქციას, იატაკის დანაფარებს, კოროზიისაგან დამცავ და ბეტონის სამუშაოებისათვის საჭირო მასალებს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც შენობას გარეგნულ იერსახეს უნარჩუნებს და  შენობების მოსაპირკეთებელი მასალები - ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ პარტნიორ გაყიდვის ობიექტში, შესაძლოა თქვენს მეზობლადაც კი.

გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ უამრავ სხვა მომსახურებას მხატვრებსა და მებათქაშეებს, საღებავებით ბითუმად მოვაჭრეებს, დამპროექტებლებსა და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ფერთა გამასა და ფერთა კომბინაციებს, კონსულტაციებს მასალების თაობაზე, ციფრულ მომსახურებასა და ტექნიკურ საკონსულტაციო მხარდაჭერას სამღებრო სამუშაოებთან და სამშენებლო ტერიოტორიაზე საქმიანობასთან დაკავშირებით და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სხვადსახვა შეთავაზებებს.

მაღალი ხარისხი და ექსპერტების რჩევები

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უმაღლესი კლასის ხარისხს. მხოლოდ საუკეთესო ნედლი მასალის გამოყენება და პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი უზრუნველყოფს  საწარმოო ხაზის ფორმულირებისა და ეკოლოგიური ასპექტების მაღალი ხარისხის სტანდარტებს. დაარსების დღიდან, Caparol-ის ერთერთი უმთავრესი მიზანია იმ პროდუქციის ხარისხის სტანდარტების უწყვეტი გაუმჯობესება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

იმისათვის, რომ ზემოთხსენებული მოთხოვნები მომავალშიც გავამართლოთ, ვმუშაობთ სამეცნიერო, გამოყენებაზე ორიენტირებული კვლევებისა და განვითარების კუთხით, ვთანამშრომლობთ ცნობილ პროვაიდერებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენ არამხოლოდ ხარისხისა და ინოვაციების სფეროს ლიდერს წარმოვადგენთ, არამედ, ბევრ სფეროში ნოვატორებიც  ვართ; მაგალითად როგორიცაა: ინტერიერის საღებავები გამხსნელის გარეშე და მათი მავნებლობის მინიმუმამდე დაყვანა.

ჩვენი პროდუქციის ხარისხი, ისევე როგორც მისი სწორი გამოყენება, უნდა იყოს მხოლოდ  საუკეთესო. ამიტომ, მომხმარებლებისთვის გაწეული კონსულტაცია და ყოვლისმომცველი ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. შესაბამისად, პროფესიულ სფეროში გაყიდვების სექტორის მიმართულებით გაგვაჩნია სამუშაო ძალა-რესურსი: სანდო ექსპერტი უშუალოდ ახლოს მომხმარებელთან. ამასთანავე, ყოველწლიურად, ათასობით მომხმარებელს ვაცნობთ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებსმრავალმხრივი ტექნიკური დოკუმენტაცია, სპეციალისტ-კონსულტანტები და ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენი მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტთან სატელეფონო კავშირითაცაა ხელმისაწვდომი.

ხელშემწყობი იდეები, წინასწარი დაგეგმვა

როგორც ხარსისხისა და ინოვაციების ლიდერები, ჩვენ ბევრ სფეროში ნოვატორულ საქმიანობას ვეწევით - ხშირად ვზრდით ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტებს.

მაგალითად, ინტერიერის საღებავები გამხსნელის გარეშე და მათი მავნებლობის მინიმუმამდე დაყვანის თვალსაზრისით (Indeko-plus E.L.F.-თან ერთად) ჩვენ მსოფლიოში პირველ მიმწოდებელ კომპანიას წარმოვადგენდით. ასევე, ნოვატორები ვიყავით ნანო-კვარცული ტექნოლოგიის გაცნობის კუთხით, რომელმაც ფასადების საღებავების რევოლუციური გაუმჯობესება განაპირობა.

Caparol Sensitiv-თან ერთად, ჩვენ ბაზარზე გავიტანეთ დისპრესიული საღებავი კონსერვანტების გარეშე - განსაკუთრებულად შესაფერისი ალერგიისკენ მიდრეკილი პირებისთვის. “Edition Carbon“ ზრდის ენერგოდამზოგველი თბოსაიზოლაციო სისტემის მდგრადობას (ETICS), „Carbon DarkSide“ თბოიზოლირებულ ფასადებზე პირველივე გამოყენებისას ძალიან მუქ, ინტენსიურ ფერებსაც კი აფერმკრთალებს. ჩვენი მზადყოფნა ინოვაციების მიმართ ასევე გამოიხატება მომსახურების სფეროშიც: როგორც ხსენებული სფეროს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენლები, ჩვენს საბაზრო პარტნიორებს გერმანიაში სპეციალურ წინადადებები შევთავაზეთტექნოლოგიისა და პროდუქციის სხვა მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციაში, ინოვაციების პუნქტში.

პროდუქციის ფართო ასორტიმენტი - ნებისმიერი დანიშნულებისთვის

ჩვენი გამოცდილება 115 წლიან გამოცდილებას ეფუძნება - წლების განმავლობაში ჩვენი პროდუქციის ირგვლივ დაგროვებული ცოდნა გულდასმითა და წარმატებით გადავეცით პროდუქტის შესაბამის სექტორებს. დღეს ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: ეს მოიცავს საგრუნტავებს, საღებავებს, ბათქაშებს, ფითხებს, ლაქებს და ლაზურებს, იატაკის დანაფარებს, შენობების დამცავ მასალებს, ფასადის სამონტაჟო სისტემებს, ინტერიერის აკუსტიკურ სისტემებს, კედლის საფარ და პროდუქტის დეკორატიული დანიშნულებით მოხმარების  მეთოდებს არქიტექტორული თვალსაზრისით.

 

ჩვენთან ერთად და საღებავების პროვაიდერების პროდუქციის ასორტიმენტის გათვალისწინებით, პროფესიონალი მომხმარებელი ვერსად აღმოაჩენს პრობლემების გადაჭრის ასეთ მრავლისმომცველ და გამოცდილ საშუალებებს.

 

კონცეფცია და იდეები ფერადი დიზაინისთვის

ჩვენ გთავაობთ იდეალურ, უნივერსალურ და ფერადი ელფერის მქონე მასალების ასორტიმენტს ფასადებისა და ინტერიერისთვის. კლასიკური საღებავებისა და მინანქრის გარდა, ხელმისაწვდომია აგრეთვე დეკორატიული ბათქაში და კედლის საფარი მასალა, საზედაპირე მასალები - თხელი ფენების ან ფასადების ბუნებრივი ქვით ან მინით მოსაპირკეთებლად.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ჩვენი კომპანიის პროდუქციის სრული ფერადი ასორტიმენტით სარგებლობაჩვენი დეცენტრალიზებული ტონირების ტექნოლოგია - „ColorExpress“ ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე წამოვწიეთ. დაახლოებით ხუთი მილიონი პროგრამირებადი ფერის გარდადოზირების უახლესი აპარატის საშუალებით, შესაძლებელია ინდივიდუალურად მოთხოვნილი ფერის უშუალოდ შეძენის მომენტში და რამდენიმე წამში შექმნა.

 

დიზაინერულ სამუშაოებთან ერთად ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ უამრავ სხვა მომსახურებას: ჩვენი ფერთა დიზაინის სტუდია და მრავალფეროვანი კოლექცია უზრუნველყოფს საიმედოობასა და  დიზაინის შექმნის სტიმულს ფერთა დიზანის იდეების განსახორციელებლად. დიზაინერული „SPECTRUM“ პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია იმ მიზნით, რომ უამრავი უნივერსალური ფერი და ზედაპირი შენობების ექსტერიერსა და ინტერიერში გამოსახულიყვნენ ფოტორეალისტურად - რაც მუშაობას თუ  შეხვედრებს უფრო საინტერესოს გახდის.

მშობელი კომპანია

კაპაროლის მშობელი კომპანიის - Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn Stiftung & Co KG შტაბ-ბინა მდებარეობს ობერ-რამშტადტში, ოდენვალდის რაიონში, (ჰესენი). Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn (რობერტ მურიანის გერმანული აკრილური საღებავები) დაარსდა 1895 წელს. დღესდღეობით მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს შესყიდვებს, წარმოებასა და პოტენციურ დამკვეთებს და კვლავ დამოუკიდებელ ოჯახურ კომპანიად რჩება. 

www.daw.de