გამოტოვე ნავიგაცია

Capadur ლაზურები

ხის ზედაპირების ოპტიმალური დაცვა და დიზაინი.

Capadur-ის ლაზურები ხის ზედაპირების დამუშავება - გამძლე, მიმზიდველი და მაღალი ხარისხის შედეგების მისაღებად. ასორტიმენტი გთავაზობთ უნივერსალურ პროდუქციას, როგორიცაა:Capadur UniversalLasur (უნივერსალური ლაზური და განსაკუთრებული თვისებების მქონე Capadur F7-LangzeitLasur (ხანგრძლივი ეფექტის ლაზური, რომლებიც ულტრაიისფერი სხივებისადმი რეზისტენტულობით გამოირჩევიან. ყველა მათგანი მარტივი გამოსაყენებელია და მიესადაგება როგორც მდგრად, ასევე არამდგრად კომპონენტებს.


ახალი მეთოდები დიზაინში.

 

მრავალმხრივი არჩევანი დიზაინის ნებისმიერ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და გარდა ამისა, შთააგონებს ახალ, მანამდე უცნობი იდეების რეალიზებას. პროდუქციის დიაპაზონი მოიცავს მრავალფრად ტონირებულ, კლასიკურ, ბუნებრივი ხის ფერებსა და ვერცხლიფრად მოელვარე ლაზურებს სუსტი ნაცრისფერი ჩრდილებით. ColorExpress-ის მეშვეობით, ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია ინდივიუალურად ტონირებულ ფერებში.


საიმედო შედეგები.

Capadur  ლაზური ბაზარზე სარეალიზაციოდ გაშვებამდე საფუძვლიანად მოწმდება ტესტირების ლაბორატორიაში, ატმოსფერული მოვლენების ქვეშ და რეალურ პირობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალს შეუძლია თამამდ ენდოს პროდუქტის საიმედო ხარისხს. ამასთან ერთად, შესაბამისი მომსახურების ინტერვალების დადგენა შესაძლებელია სპეციალურად შემუშავებული ხის-ქრონოგრაფის მეშვეობით.

Capadur ZaunLasur

 ხის მაღალხარისხიანი დამცავი ბაღების ტერიტორებზე.

Capadur ZaunLasur წარმოადგენს წყლის საფუძველზე დამზადებულ მაღალხარისხიან  ლაზურს, რომელიც გთავაზობთ ატმოსფერული მოვლენებისადმი  მდგრადობასა და ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ საშუალებას ბაღების ტერიტორიებზე არსებული ხეებისათვის. განსაკუთრებით მიესადაგება ხისგან დამზადებულ ნებისმიერი ზომის ნაწარმს: ღობეებს, ბაღის ხის ნაკეთობებს, ფანჩატურებს, შეფიცრულ ნაგებობებს, ფარდულებს, მცენარეთა საყრდენებს. იდეალრია ხეებისთვის, როგორებიცაა: ფიჭვი, მუხა, პალისანდრი და ვენგე. 

·       არ წარმოქმნის აბკს;


·       არეგულირებს ტენიანობას;


·       ღია ფორებიანი;


·       წყლის ბაზაზე;


·       წვეთოვანი-ინჰიბიტორი;


·       მსუბუქი, მარტივი გამოსაყენებელი;


·       ულტრაიისფერი სხივებისადმი რეზისტენტული;


·       ადვილად განახლებადი;


·       შეიცავს ბუნებრივ ზეთებსა და ცვილს.

Capadur Holz-Öl

ხის პრემიუმ ზეთი, კარგი, ღრმა შეღწევადობით და ფერის ეფექტით.

ხალასი ფერის Capadur Holz-Öl (ხის ზეთი) იდეალურია ხის არამდგრადი კომპონენტებისადმი ღია სივრცეში, ბაღის ტერიტორიებზე; მაგ: ხის პატიოებისთვის, ღობეებისთვის, ფანჩატურებისთვის, შეფიცრული ნაგებობებისთვის, მცენარეთა საყრდენებისთვის, დაღარული ფიცრებისთვის, ბაღის მოსაწყობი საფარისთვის, ავეჯისთვის.

სტანდარტული ფერების ხის ზეთები ხეებისთვის: ბანკირაი, დუგლასის სოჭი, ტექტონა (ტექის ხე). პროდუქტი Capadur Holz-Öl შემოთავაზებულია გამხსნელის ბაზაზე, წყლის ბაზაზე დამზადებულ Capadur Holz-Öl Aqua ერთად.


·       წყალამრიდი;


·       ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი;


·       არეგულირებს ტენიანობას;


·       ღია ფორებიანი;


·       წვეთოვანი-ინჰიბიტორი;


·       მსუბუქი, მარტივი გამოსაყენებელი.