NQG წარმოადგენს იდეალურ საფასადე ტექნოლოგიას.

კაპაროლი ექვსი წლის განმავლობაში ადგენდა ფასადების დამცავ კრიტერიუმებს/ნიშნულებს ნანო-კვარცული მატრიცული ტექნოლოგიის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ახალი თაობის სამ NQG საღებავს: ThermoSan NQG, Amphisilan NQG და Sylitol-NQG. ეს საღებავები, ინოვაციური NQG ტექნოლოგიის მეშვეობით, უზრუნველყოფენ სუფთა და ლამაზი ფასადების გრძელვადიან პერსპექტივას.

NQG პროდუქცია ყოველთვის ითვალისწინებდა სილიკონის ფისის ბაზაზე დამზადებული საღებავებისა და სილიკატური საღებავების უპირატესობებს: ერთის მხრივ,- წყალგანმზიდი ეფექტი, საღებავის ფენის დაბალი აშრევება, უნივერსალური დაფარვის უნარი და ადვილად დასატანი; მეორეს მხრივ,- ძლიერ ადჰეზიური, მინერალური სიმკვრივით, დაბინძურებისადმი მინიმალური მიდრეკილებითა და ფერის მაქსიმალური მდგრადობით. მუდმივი და  თანმიმდევრული განვითარების ეტაპების საფუძველზე, ისეთი პრობლემებიც კი, როგორებიცაა,- ემულსიის ნაჟონი და დამსკდარი ადგილები ფასადებზე,- ახლა უკვე მარტივად მოგვარებადია.

ხანგრძლივი სისუფთავე!

ორგანულად შეერთებული კვარცული ნანო-სტრუქტურები ქმნის განსაკუთრებით მყარ სამ განზომილებიან მესერს, რომელიც უძლიერესი მზის დასხივებისასაც არ რბილდება და ამიტომაც ზედაპირი არ იკრავს ჭუჭყს. მტვერი ჩამოირეცხება შემდგომი წვიმის დროს.

სწრაფი შრობის დრო!

ინტელექტუალური შრობის-მენეჯმენტის წყალობით, ტენიანობა ვრცელდება ზედაპირზე და ორთქლდება ძალიან სწრაფად. ფასადი მშრალია უმოკლეს დროში.

ხანგრძლივი სილამაზე!

ამის საფუძველი სტაბილური და უკიდურესად ღია პიგმენტების მქონე შემკვრელის ჩარჩოა.არაორგანული პიგმენტები მყარად იკვრება ნანო-კვარცის სტრუქტურებში. ფასადი ინარჩუნებს მკვეთრ ფერს მრავალი წელი.

ეს განიჭებთ საიმედოობის შეგრძნებას.

ფასადების ასეთი ძლიერი კომპონენტების არჩევით თქვენ მოგებული დარჩებით:

  • NQG პრემიუმ კლასის საფასადე საღებავები;
  • Fassade A1 ფერების მარაო და Fassade A1 CONCEPT

საფასადე  NQG პრემიუმ საღებავების ThermoSan NQG, AmphiSilan NQG და Sylitol-NQG ტონირებული ორი "ფერების მარაოს" მეშვეობით თქვენ სასურველ შედეგებს მიაღწევთ, რადგან, ისინი, საფასადე საფარების ფერის არჩევანის უმაღლეს საიმედოობას უზრუნველყოფენ.

Fassade A1 მარაო და Fassade A1CONCEPT  პოპულარული 3D სისტემ-პლუსის ფერთა კოლექციის კომპონენტებია. აქ შერჩეულია ის ფერები, რომლებიც, საფასადე NQG პრემიუმ ფერებში ტონირებისას, მაღალ შუქმედეგობასა და ფერების უმაღლეს მდგრადობას ავლენენ.

"საღებავებისა და საკუთრების დაცვის ფედერალური კომისიის" (BFS) BFS საინფორმაციო ბროშურა 26, ასაკზე მორგებულ,საფასადე საფარის ფერთა კლასიფიკაციას ახდენს. კოდი A1 ნიშნავს შემკვრელისა (A1-ში A ნიშნავს "ოდნავ შესამჩნევ აშრევებას") და პიგმენტის (A1-ში 1 ნიშნავს "ფერის ოდნავ ცვლილებას" არაორგანული შუქმედეგი პიგმენტების გამო) საუკეთესო შესაძლო კომბინაციას.

Fassade A1 და Fassade A1 CONCEPT ყველა საფასადე ფერი შეესაბამება BFS-ს A1 კლასს.