არქიტექტურული მემკვიდრეობა

სისტემური გადაწყვეტილებები ძეგლთა დაცვის მიმართულებით

ათწლეულების მანძილზე კარკასული კონსტრუქციების ხის ნაკეთობებზე გაჩენილი ბზარების ამოსავსებად სწორ, მაგრამ ძვირადღირებულ მეთოდებს იყენებდნენ. აქედან გამომდინარე, დროის დაზოგვის მიზნით, ათი მილიმეტრის სიგანის წყალგამტარი ბზარები ხშირად მუშავდებოდა სილიკონის ან აკრილის ჰერმეტული კომპაუნდით ან ქაფით და დუღაბით. თუმცა, ეს არ წარმოადგენდა დამაკმაყოფილებელ ალტერნატივას, რადგან, რამდენიმე წლის შემდეგ, შემავსებელი მასალები კვლავ ცვიოდა დაზიანებული ადგილებიდან.

ასეთი კატეგორიის ბზარების დასამუშავებლად, საუკეთესო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წელს, Histolith-ის Sanopas-Holzrisspaste (ხის ნაკეთობებზე გაჩენილი ბზარების შემვსები) საშუალებით, რომელიც დამზადდა განახლებადი ნედლეულისა და სელის ზეთისგან - და დღემდე ბაზარზე მისი ანალოგი არ მოიპოვება.

ახლა კი, Sanopas-Holzrisspaste-თან ერთად, დამატებით წარმოგინდენთ  იდეალურ კომპლექტს - Histolith Kalk-Rissfüller (კირის ხსნარით დამზადებული შემავსებელი)- მობათქაშებულ ფასადებზე, ფილებს შორის, კარკასული კონსტრუქციის ხის ნაკეთობებზე გაჩენილი ბზარების დასახური საშუალება. შემვსები დამზადებულია განახლებადი ნედლეულისა და სელის ზეთისგან.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  მიზნით, Histolith პროდუქცია დღითიდღე ვითარდება.

ახალი პროდუქტები არქიტექტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

Histolith Silikatin K10/K20

ტექსტურირებული ბათქაში-სილიკატ-შემკვრელი, ინტერიერისთვის. ხელსაყრელ ბიოლოგიურ და ფიზიკურ თვისებებს მნიშვნლოვანი წვლილი შეაქვთ ოთახის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში.

  • მაღალი ტუტოვანობის  დამსახურებით  ამცირებს ზედაპირზე ხავსის და სოკოს წარმოშობის  რისკს.
  • დამაკონსერვებელი ნივთიერებების და პლასტიფიკატორების გარეშე.
  • მაღალი ორთქლდიფუზიურობა.
  • მინერალური შემადგენლობა;
  • დარტყმა მედეგი

პროდუქტის გვერდი

Histolith Marmorspachtel (მარმარილოს შემავსებელი)

განკუთვნილია ინტერიერის კედლების ზედაპირების მოსასწორებლად და შესაკეთებლად. ამ მასალით დამუშავებული ზედაპირები შეიძლება გაიხეხოს ან გაპრიალდეს ნამიანი ქეჩით. შესაბამისი ნივთიერებებია: ახალი და არსებული მინერალური ბათქაში, თაბაშირის ბათქაში, თაბაშირ-მუყაო, ბეტონი.

  • მაღალი ორთქლდიფუზიურობა
  • შესაძლებელია თითქმის მთლიანად იქნეს გადაჭიმული
  • დაიტანება ხელით ან უჰაერო მიფრქვევით
  • ზედაპირის ხარისხი Q3 ან Q4 წარმოებულია BVG მონაცემთა ცხრილების N2 და N12 თანახმად.

პროდუქტის გვერდი

Histolith Weißgrund (თეთრი გრუნტი)

სილიკატების ბაზაზე დამზადებული, თეთრი პიგმენტირებული, ადჰეზიური საგრუნტავი მაღალი ფარვის უნარით გლუვი და არა-შემწოვი ან სუსტად შემწოვი ზედაპირებისათვის. Histolith Weißgrund, როგორც საგრუნტავი საშუალება, განსაკუთრებით მოიხმარება თაბაშირის ბათქაშებზე და თაბაშირ-მუყაოებზე, მაგრამ ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ მინერალური ზედაპირებისთვის.

  • გამორჩეული მინერალური ნივთიერებები;
  • სილიკატის ბაზაზე, განსაკუთრებით შესაფერისია სილიკატური ფენებისთვის;
  • წყალდისპერსიული;
  • არ აზიანებს გარემოს;
  • აბალანსებს შერეული სუბსტრატების აბსორბაციას;
  • შეფერადება ColorExpress სისტემის მეშვეობით.

პროდუქტის გვერდი

Histolith Strukturgrund (ტექტურირებული საგრუნტავი)

Histolith Strukturgrund - სპეციალურად ინტერიერებისთვის შექმნილი, ღრმა შევსებით გამორჩეული, სილიკატებზე დაფუძნებული საგრუნტავი. ამ საგრუნტავის მეშვეობით და სხვადასხვა მეთოდების არჩევანის გზით, მომხმარებელს შეუძლია განსხვავებული-გამორჩეული ზედაპირების შექმნა.

  • მინერალური შემადგენლობა კვარცული დანამატებით;
  • იდეალურია გაჩენილი ბზარების თხევადი ცემენტით/თიხით დამუშავებისას;
  • ათანაბრებს ბათქაშის სხვადასხვა ფაქტურას ზედაპირზე;
  • მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია დამასრულებელ ფენაზე ფაქტურის მისაღებად;
  • იდეალურია არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და არსებული შენობების რეკონსტრუქციის მიზნით გამოსაყენებლად.

პროდუქტის გვერდი

Histolith Kalk-Rissfüller (ბზარების შემვსები)

ბოჭკოვანი მინერალური შემავსებელი მასალის, აგურის წყობის, კარკასული კონსტრუქციის შიდა და გარე სტატიკური ბზარების დასახურად; ტრადიცული ნედლეულის, კირის, ბუნებრივი განახლებადი შემავსებლებისა და ბოჭკოვანი მასალების გამოყენების გზით და სინთეზური შემკვრელების გარეშე.

  • მაღალადჰეზიურობა კიდეების/ნაპირების მიმართ;
  • შეკუმშვის ძალიან დაბალი მაჩვენებელი;
  • ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი;
  • მაღალი ორთქლდიფუზიურობა;
  • კაპილარული აბსორბენტი.

პროდუქტის გვერდი